Sign In
We'll never share your email with anyone else.
Reset Password

Enter your email address and we'll send you a link to reset your password.

Back to Sign In
Akaki Kvantaliani

Akaki Kvantaliani

ბიოგრაფია

ბავშვობა „არათეატრალურ“ გარემოში გაატარა, თვითონ კი გატაცებული იყო იმიტაციით, იუმორისტული სცენების ჩვენებით და წარმოდგენის გამართვით. მშობლიურ ქალაქში ავიდა დრამწერის სცენაზე. 1924 წელს წარჩინებით დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი და შინაურების დაუკითხავად ჩამოვიდა თბილისში, სადაც 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. 1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი. წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), კორნელი (კარლო კალაძის „როგორ?“) ტიტიკო (გაბესკირიას „გაზაფხულის დილა“), ხახული (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ლეპორელო (ალექსანდრე პუშკინის „ქვის სტუმარი“), ნიკიფორე (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), სამსონ ნებიერიძე (ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), ქერუბინო (პიერ ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ალფრედ დულიტლი (ჯორჯ ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“), ზემლიანიკა (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ლოპიანე (პოლიკარპე კაკაბაძის „ცხოვრების ჯარა“) და სხვა. გადაიღეს ფილმებში:„უკანასკნელი ჯვაროსნები“, „დარიკო“, „ქალი ხიდობნიდან“, „აბეზარა“, „მაგდანას ლურჯა“ და სხვა. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ცნობილია: Acting
  • დაბადების დღე: 1907-12-10
  • დაბადების ადგილი:
  • ასევე ცნობილია: Akaki, Akakiy, Kako, A. Kvantaliani